ჰარვი ვაინშტაინი

უმა თურმანი ვაინშტაინს: ჰარვი, შენ ტყვიასაც არ იმსახურებ

Instagram: Iturman

უმა თურმანმა ჰარვი ვაინშტაინის სკანდალთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია. მსახიობმა ინსტაგრამზე პოსტი მადლიერების დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ამ დღეს ჰარვი ვაინშტაინის და მისი ბოროტი თანამზრახველების გარდა ყველას ულოცავს. 

“მე დღეს მადლიერი ვარ, რომ ვცოცხლობ იმათთვის, ვინც მიყვარს და იმათთვის, ვისაც აქვს გამბედაობა, სხვებისთვის ხმა აიმაღლოს. ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ გაბრაზებული ვიყავი და ამისთვის რამდენიმე მიზეზი მქონდა, ვამბობ #მეც (#metoo), იმ შემთხვევაში, თუ ამას ჩემს სახეზე ვერ კითხულობთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, არ იჩქარო, იყო სამართლიანი და ზუსტი, ასე რომ, ყველას გილოცავთ მადლიერების დღეს (შენ გარდა, ჰარვი, და ყველა შენი ბოროტი თანამზრახველის გარდა - და მე მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი ნელა მიმდინარეობს - შენ ტყვიას არ იმსახურებ)", - წერს თურმანი ინსტაგრამზე. 

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი ქალების მიმართ სექსუალურ ზეწოლასა და ძალადობაში 40-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა, მათ შორის გვინტ პერტლოუმ და ანჯელინა ჯოლიმ. უმა თურმანმა კი რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ ძალიან გაბრაზებული იყო და ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებდა. 

კომენტარები