საქართველოს პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრედ შიო მუჯირი გამოარჩია

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი გამოარჩია. შესაბამისი ბრძანება ილია მეორემ ქაშუეთში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე წაიკითხა.

”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი”, - ნათქვამია ილია მეორის ბრძანებაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობა ნიშნავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ავად ყოფნის, გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, ახალი პატრიარქის არჩევამდე, საქართველოს ეკლესიას მოსაყდრე უხელმძღვანელებს.

მოსაყდრე იწვევს წმიდა სინოდის სხდომას, რომელზეც მღვდელმთავრებმა უნდა გამოირჩიოს ახალი პატრიარქი. მოსაყდრეს საკუთარი თავის საპატრიარქო კანდიდატად დაყენება შეუძლია.

კომენტარები