საქართველოს პატრიარქი

ილია ll: ნანი ბრეგვაძე სცენის უჭკნობ მშვენებად მოგვევლინა, ეს დიდებული ქალბატონი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მომღერალ ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღეს ულოცავს. 

"ქართული კულტურის სფეროში მოღვაწეთა შორის ქალბატონ  ნანი ბრეგვაძეს სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გამორჩეულია იგი ხმით, მუსიკალურ ჰანგთა სიღრმეების წვდომის ნიჭით, საშემსრულებლო მანერით, გემოვნებით, გულწრფელობით, სიკეთით, ღირსებით… 

ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა და სცენის უჭკნობ მშვენებად მოგვევლინა ეს დიდებული ქალბატონი. დაე, მისი კეთილხმოვანება კვლავაც დიდხანს ატკბობდეს მსმენელს. ღმერთმა დალოცოს იგი და სულიერი სიხარულით აღავსოს. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი". – წერია წერილში. 

დღეს, 21 ივლისს, ნანი ბრეგვაძე 84 წლის გახდა.

კომენტარები