შსს

სარფში დაკავებულ პირს "სუბოქსინის" 97 აბი და ჰეროინი აღმოუჩინეს

RFE/RL

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 1979 წელს დაბადებული ნ.ქ. ნარკოდანაშაულისთვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 97 აბი და 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები