ზიმბაბვე

შინაპატიმრობაში მყოფი რობერტ მუგაბე გადადგომაზე უარს ამბობს

AFP/ZBC

გავრცელებული ინფორმაციით მიუხედავად მოთხოვნებისა, რომ ზიმბაბვეს პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვოს, რობერტ მუგაბე გადადგომაზე უარს აცხადებს.

93 წლის მუგაბე ოთხშაბათს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ შინაპატიმრობაში იმყოფება.

არმიის წარმომადგენლების განცხადებით ისინი მუგაბესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ასევე გავრცელდა ცნობა, რომ პრეზიდენტთან დაახლოებული პირები დააკავეს, თუმცა მათი ვინაობები არ კონკრეტდება.

სამთავრობო წყარომ სააგენტო როიტერსს უთხრა, რომ დაკავებულია ზიბაბვეს ფინანსთა მინისტრი იგნატიუს ჩომბო.

ოპოზიციის ლიდერების აზრით ხალხის ინტერესშია, რომ მუგაბე რაც შეიძლება მალე გადადგეს.

კომენტარები