სამთავრობო ცვლილებები

4 უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროს უერთდება

ტაბულა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. 

ცვლილებები ასე გამოიყურება:

  • ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი. უწყების პოსტზე დიმიტრი ქუსმიშვილი ინიშნება;
  • კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი (სპორტის ნაწილი) მინისტრი იქნება მიხეილ გიორგაძე;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს (გარემოს დაცვის ნაწილი) სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთიანდება, უწყების ხელმღვანელი ლევან დავითაშვილი იქნება;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევა, უწყების მინისტრად კი ინიშნება მიხეილ ჩხენკელი (თსუ-ს მოქმედი პრორექტორი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკურ უწყებებში ინტეგრაციის სამინისტრო უერთდება, უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე იქნება;
  • გიორგი გახარია ინიშნება შსს მინისტრად, ამავდროულად ის ვიცეპრემიერის პოსტს მიიღებს;
  • მამუკა ბახტაძე (რკინიგზის დირექტორი) ინიშნება ფინანსთა მინისტრად;
  • შსს-ს შემადგენლობაში არსებული საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაერთიანდება და მას გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური, უწყების ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური იქნება.

დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შედეგად მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება იქნება საჭირო.

საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობის 1/3-ის, ანუ შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 1 კვირის ვადაში პარლამენტში ახალ შემადგენლობას წარადგენს, საკანონმდებლო ორგანო კი ვალდებულია, მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით 7 დღის ვადაში განიხილოს. 

კომენტარები