ავღანეთი

ქაბულში ტელევიზიის შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

Reuters

ქაბულის კერძო ტელევიზიაში Shamshad TV აფეთქების შემდეგ შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. თავმდამსხმელებმა ტელევიზიის შენობაში ხელყუმბარების და ცეცხლსასროლი იარაღის მეშვეობით შეაღწიეს.

ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების თაობაზე. უცნობია თავდამსხმელთა რაოდენობაც. ამ დრომდე ტელევიზიის შენობაში 100-მდე თანამშრომელი იმყოფება.

უცნობია ვინ დგას თავდასხმის უკან. თალიბანმა მომხდართან კავშირი უარყო.

კომენტარები