საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

რუსეთის ეკლესიის მაღალიერარქი პატრიარქს შეხვდა და რუსეთში დაპატიჟა

მიტროპოლიტი ილარიონი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ა.წ. 1 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი.


"მისი ჩამოსვლის მიზანი იყო კათოლიკოს-პატრიარქის და საქართველოს ეკლესიის დელეგაციის მიწვევა რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.


მეუფე ილარიონმა განაცხადა, რომ ასევე მიპატიჟებულნი არიან ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქები და სხვა საპატიო სტუმრები.


კათოლოკოს-პატრიარქმა ილია II მადლობა გადაუხადა სტუმარს ჩამობრძანებისა და რუსეთის ეკლესიის სახელით მიპატიჟებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

კომენტარები