რუსეთი

მოსკოვის ერთ-ერთ კოლეჯში მასწავლებლისა და მოსწავლის გვამები იპოვეს

moscow.sledcom,ru

რუსეთის ერთ-ერთ პოლიტექნიკურ კოლეჯში მასწავლებლისა და მოსწავლის გვამები იპოვეს. 1973 წელს დაბადებული მასწავლებლისა და 1999 წელს დაბადებული მოსწავლის გვამები პირველ ნოემბერს აღმოაჩინეს. სხეულებს ძალადობის კვალი ეტყობათ და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიყენებული.

სამართალდამცავები გარდაცვლილთა ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა ცნობილია, რომ სასწავლებელი მოსკოვში, გვარდეისკის ქუჩაზე მდებარეობს.

საქმეზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც 2 ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები