ავსტრია

ავსტრიის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კურცის პარტია 31,5%-ით ლიდერობს

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია. წინასწარი შედეგების მიხედვით, 31 წლის სებასტიან კურცის კონსერვატიული "სახალხო პარტია" ამ დროისთვის 31,5%-ით ლიდერობს. 

გამარჯვების შედეგად, კურცი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ეროვნული ლიდერი გახდება. 

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტიაა 27,1%-ით, მას კი უკიდურესად მემარჯვენე თავისუფლების პარტია მოსდევს 25,9%-ით. 

გამომდინარე იქიდან, რომ კურცის პარტია, სავარაუდოდ, პარლამენტში უმრავლესობით ვერ შევა, მას მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შექმნა დასჭირდება. BBC-ის ცნობით, კურცი ალიანსისკენ თავისუფლების პარტიას მოუწოდებს, რომელთა კამპანიაც ემიგრანტების წინააღმდეგაა მიმართული.

კომენტარები