ბიუჯეტი 2018

ვოლსკი სამადაშვილს: რა გაყვირებს, გოგო

2018 წლის ბიუჯეტის განხილვას სალომე სამადაშვილსა და გია ვოლსკის შორის კამათი მოჰყვა.

"რას გაჰკივიხართ, ვერ გავიგე, აქ ვლაპარაკობთ. რა გაყვირებს, გოგო, რა? უზრდელობაა ეგა. რომ ვლაპარაკობთ, რა არი, რა გაყვირებთ, ვერ გავიგე, სახლში ხო არა ხართ. ვლაპარაკობ და თქვენც ლაპარაკობთ, ზრდილობა არა გაქვთ", - უთხრა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ სალომე სამადაშვილს.

სამადაშვილმა ოპონენტს მოუწოდა "გოგოთი სახლში, საკუთარი ოჯახის წევრებს მიმართოს" და კომიტეტის სხდომა დატოვა.

ამის პასუხად კი ვოლსკიმ თქვა, რომ პარლამენტის წევრმა ზრდილობა უნდა გამოიჩინოს.

"ზუსტად ეგრე იქცევით და იმიტომ მიიღეთ. ძალიან კარგი, მივმართავ კიდევაც. პარლამენტის წევრმა ცოტა მეტი ზრდილობა უნდა გამოიჩინოთ, თორემ მერე მოგივათ ეგეთი კაზუსი, მოგმართავენ როგორც საჭიროა", - განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები