ბიუჯეტი 2018

პარლამენტმა 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, მთავრობა მომავალ წელს 12,459,500,000 ლარს დახარჯავს

ტაბულა

12,459,500,000 ლარი არის ის თანხა რომელსაც მთავრობა 2018 წელს დახარჯავს. პარლამენტმა მესამე მოსმენით 2018 წლის ბიუჯეტი მიიღო. მას მხარი 111-მა დეპუტატმა დაუჭირა. ბიუჯეტის აღნიშნული მოცულობა რეკორდულია და ის 2017 წლის მაჩვენებელს 943 მილიონი ლარით აღემატება.

ბიუჯეტის მიხედვით, არ იზრდება ხანდაზმულობის პენსია და ის ისევ 180 ლარზე რჩება, ასევე არ იზრდება დევნილთა შემწეობები და პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირთა პენსია. თუმცა ამის სანაცვლოდ 20 მილიონი ლარით, 1,413,619,000 ლარამდე იზრდება საჯარო მოხელეთა სახელფასო ფონდი.

ბიუჯეტში ასახულია სამინისტროების რაოდენობის შემცირება. საინტერესოა, რომ შესამცირებელი სამინისტროების ბიუჯეტები ჯამში 200 მილიონ ლარზე მეტად მცირდება, თუმცა ამ შემცირების მიუხედავად ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 56 მილიონი ლარით იზრდება. სამინისტროების გაერთიანებით საჯარო მოხელეთა რაოდენობა მხოლოდ 6 პირით მცირდება.

სამინსტროებს შორის ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროებს აქვთ. კერძოდ, 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3.5 მილიარდი ლარი იქნება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 1.8 მილიარდი ლარი და განათლების სამინისტროს - 1.2 მილიარდი ლარი. 

 

 

კომენტარები