youtube

იუთუბმა რეკლამა წაშალა, სადაც მომხმარებელს ულიმიტო სექსით დასვენებას სთავაზობდნენ

კოლუმბიური კომპანიის რეკლამა - ოთხ დღიანი დასვენება "ულიმიტო სექსითა" და ნარკოტიკებით პირად კუნძულზე, იუთუბმა წაშალა.

სარეკლამო კლიპი Good Girl Company-ს ეკუთვნის, საკუთარი მომსახურების "Sex Island Experience"-ის გასავრცელებლად. ამ მომსახურების მიხედვით კომპანია 30 ადამიანს 60 სექს მუშაკს სთავაზობს, რომლებიც დღეში 24 საათი ხელმისაწვდომები არიან. პირადი კუნძული კოლუმბიაში მდებარეობს. კოლუმბიაში პროსტიტუცია ლეგალურია, მაგრამ სუტენიორობა დასჯადია, ამიტომ არ არის ნათელი არღვევს თუ არა კომპანია კანონს.

სარეკლამო ვიდეოში ხაზი ნარკოტიკებთან ხელმისაწვდომობასაც აქვს გასმული. მაყურებელს ხვდება ერთი წარწერა "ნარკოტიკებთან მეგობრული", კადრი კი შემდეგნაირია - კაცი წევს, მის გარშემო კი კვამლი და ქალები არიან. 

მომსახურების შეძენისას გადახდილ თანხაში შედის ფრენისა და წყლის ტრანსპორტით გადაადგილების ხარჯები. ასევე ულიმიტო რაოდენობის ალკოჰოლური სასმელი და საჭმელი. კლიპში ამ ყველაფერს კადრებით ხსნიან, სადაც კაცი შიშველი ქალის სხეულიდან დესერტს ჭამს, ამის პარალელურად კი მოახლის ფორმაში ჩაცმული ქალი მას შოკოლადის სოუსს აჭმევს.

The Good Girls Company-ს საიტის საშუალებით აღნიშნული მომსახურების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებაა შესაძლებელი. მოგზაურობა 24 ნომებრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით იქნება. ფასები 599 ამერიკული დოლარიდან 1499 ამერიკულ დოლარამადე მერყეობს, იმის მიხედვით თუ როგორი სექსუალური და სპორტული აქტივობები გინდა.

კომენტარები