youtube

7 წლის რაინი Youtube-ზე სათამაშოების მიმოხილვით მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს

7 წლის რაიანი, რომელიც Youtube-ზე სათამაშოებს მიმოიხილავს, მულტიმილიონერია.

Youtube არხმა Ryan ToysReview, რომელსაც რაიანი ოჯახთან ერთად მართავს, 2017 წელს მას $11 მილიონამდე შემოსავალი მოუტანა.

ამ მაჩვენებლით რაიანის არხი Forbes-ის მიერ შედგენილ მაღალშემოსავლიან იუთუბერთა ყოველწლიურ სიაში მერვე ადგილს იკავებს.

რაიანი ჯერ კიდევ 4 წლის იყო, როდესაც მშობლებს კითხა, რატომ არ შეიძლებოდა, სხვა იუთუბერების მიმოხილვების ყურების ნაცვლად, საკუთარი Youtube არხი ქონოდა.

რაიანს პოპულარობა 2015 წელს გამოქვეყნებულმა ვიდეომ მოუტანა, სადაც ის პიქსარის მანქანების სერიიდან ასი სათამაშოს შემცველ სიურპრიზ-კვერცხს ხსნის. 2018 წლის აგვისტოსთვის ამ ვიდეოს 900 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

The Verge-ის ინფორმაციით, არხს, მხოლოდ რეკლამით, ყოველთვიურად მილიონ დოლარამდე შემოსავალი აქვს.

Forbes-ის ხსენებული სიის მონაცემებით, ყველაზე მაღალშემოსავლიანი Youtube ვარსკვლავი 26 წლის დანიელ მიდლტონი, იგივე DanTDM-ია. 2017 წელს მისი არხის შემოსავალი სავარაუდოდ $17 მილიონს აღწევდა.

კომენტარები