საქართველოში Youtube Premium ხელმისაწვდომი გახდა. სერვისი გულისხმობს ვიდეოების ყურებას და მუსიკის მოსმენას რეკლამის გარეშე, ფონურ დაკვრას სხვა აპების გამოყენების პარალელურად ან დაბლოკილი ეკრანით და ვიდეოების ჩამოტვირთვას ხაზგარეშე რეჟიმში.
Youtube Premium-ის ღირებულება თვიურად 10.29 ლარი იქნება სტუდენტებისთვის, ინდივიდუალური ღირებულება - 17.49 ლარია, ხოლო საოჯახო - 33.29 ლარი ოჯახის მაქსიმუმ 5 წევრისთვის 13 წლის ასაკიდან.