რუსეთში, ვლადიმირის ოლქში, მატარებელი ავტობუსს დაეჯახა. ავტობუსში 2 მძღოლის ჩათვლით 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 21 გარდაიცვალა. 32 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რუსული მედიის ცნობით, ავტობუსი, რომელიც ყაზახეთიდან მოსკოვში მიდიოდა, გამაფრთხილებელი ნიშნის მიუხედავად ლიანდაგზე მაშინ გადავიდა, როცა მატარებელი უახლოვდებოდა. მემანქანემ საგანგებო მუხრუჭი გამოიყენა, მაგრამ მატარებლის გაჩერება ვერ მოხერხდა. მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა.





