დონალდ ტრამპი

ბრუკ შილდსმა დონალდ ტრამპთან საუბარი გაიხსენა

ELLE UK

ბრუკ შილდსმა გადაცემა Watch What Happens Live-ში დონალდ ტრამპთან შეხვედრის ისტორია გაიხსენა. შილდსმა გაიხსენა როგორ დაპატიჟა პრეზიდენტმა ის პაემანზე.

"მე გადასაღებ მოედანზე ვიყავი ფილმს ვიღებდით, მან (დონალდ ტრამპი) დამირეკა მას შემდეგ რაც ცოლს დაშორდა"- თქვა ბრუკ შილდსმა.

დონალდ ტრამპი მეორე ცოლს 1999 წელს დაშორდა, წყვილი 6 წლის განმავლობაში იყო ერთად.

"მან მითხრა, ჩვენ ერთმანეთს უნდა ვხვდებოდეთ, რადგან შენ ამერიკის სატრფო ხარ და მე ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ხალხს ეს მოეწონება. მე ვუპასუხე, რომ შეყვარებული მყავდა და იგი ამით ბედნიერი არ იქნებოდა."- გაიხსენა მსახიობმა.

კომენტარები