საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: 6 ოქტომბერს ვენეციის კომისია პოზიტიურ დასკვნას გამოაქვეყნებს

6 ოქტომბერს გაიმართება ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა, სადაც საბოლოოდ დამტკიცდება დასკვნა ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს დასკვნა იქნება წინასწარი დასკვნის შესაბამისი. საბოლოო დასკვნაში წინასწარი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ განსაკუთრებული ცვლილებები არ შედის ხოლმე. ეს არის საბოლოო მოლოდინი. როგორც მოგეხსენებათ, დასკვნა იყო პოზიტიური, პოზიტიურად შეფასდა საკონსტიტუციო ცვლილებები და ანალოგიური დასკვნა იქნება 6 ოქტომბერსაც დამტკიცებული

პარლამენტის ვიცესპიკერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 6 ოქტომბერს ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პოზიტიური იქნება

კომენტარები