თბილისის საკრებულოში ხმაურია. ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვს. ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას თქმით, საკითხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ნაკვეთის გადაცემას ითვალისწინებს, მოუმზადებელია და ნაჩქარევად აქვთ სხდომაზე შეტანილი.
"ვერაფერს ვერ გადავდებთ, გვაცადეთ სხდომის ჩატარება, ორი კვირაა, რაც ეს საკითხი ჩვენთანაა შემოსული" - ამბობს საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ტყემალაძე.
ოპოზიციის პროტესტი პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას უკავშირდება. ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვს. კომპანია საკრებულოსგან ამ ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესყიდვას გეგმავს. ნაკვეთზე "პანორამა თბილისის" ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორი რეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს.





![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)