ჩხუბი პარლამენტში

ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს

გახარიას და მისი პარტიის ადგილას ცოტა დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს მერე. იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო [ჩხუბი] ეს ერთი, და მეორე, პარლამენტებში, ზოგადად, ცუდია, მაგრამ ეს ხდება. საქართველოს პარლამენტში კი არა, ევროპის პარლამენტებში, არაევროპის პარლამენტებში, უფრო განვითარებული სახელმწიფოების პარლამენტებში არის ეს ცემა-ტყეპა და ემოციები, კი ბატონო. ლამაზია?! - არ არის ლამაზი. მისაღებია?! - არ არის მისაღები, მაგრამ ის, როდესაც შენ შეურაცხყოფას გაყენებს ადამიანი, იქ ხდება ხო. [...]

ვინმემ თუ აქ, რაღაც გამოძიება დაიწყო, არ მგონია სახარბიელო დასკვნებით და ანალიზით დამთავრდეს ეს ამბავი, იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ იყო ინიციატორი, ვინ წამოიწყო ეს შეურაცხყოფები. კიდევ ერთხელ, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო, თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ესენი.

განაცხადა ივანიშვილის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარალმენტში ქართული ოცნებისა და გახარია საქართველოსთვის დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბზე

კომენტარები