საკონსტიტუციო ცვლილებები

პრეზიდენტი კონსტიტუციაზე: ვეტო გამოსავალია არსებული რთული ვითარებიდან

ჩვენ მოვისმინეთ მმართველი პარტიის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ არ მიღებული, ხელმოუწერელი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია, უკვე თურმე ჩასასწორებელია ორ საკითხთან დაკავშირებით. ეს ორი საკითხი იმ სიიდანაა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვთავაზობდით მათ ჩასასწორებლად.ამასთან, ეს ის ორი საკითხია, რომელიც ვალდებულებად აიღო "ქართულმა ოცნებამ", რომ შეასწორებდა. კონსტიტუციის ასეთი სწრაფად და ასეთი დინამიკით მიღება, ჯერ არ არის მიღებული და უკვე ჩასასწორებელია, ვიტყოდი, რომ არაორდინარულია. ის, რომ ვეტო არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალია, მგონი უკვე ყველა თანხმდება - კონსტიტუციის მიმღები "ქართული ოცნებაც". ვფიქრობ, რომ ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან. 

განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პოზიციურ ოპარტიებთან შეხვედრაზე, სადაც მათ მმართველი გუნდის ინიციატივაზე იმსჯელეს, რომელიც კონსტიტუციის პროექტის 2 ნაწილში ვეტოს დადებას გულისხმობს. 

კომენტარები