საკონსტიტუციო ცვლილებები

სამადაშვილი: კონსტიტუცია ბევრმა შეურაცხყო, თქვენ კი, პროცესი ფარსად აქციეთ

ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია, მათ შორის ის სკამები, რომლებსაც თქვენ იკავებთ. სამწუხაროა, რომ ბევრი თქვენგანი გადაწყვეტილებას იქიდან გამომდინარე იღებს, თუ როგორ შეინარჩუნონ სკამი და არა ქვეყნის საჭიროებისამებრ.

საქართველოს კონსტიტუციას ბევრმა მიაყენა შეურაცხყოფა, მაგრამ თქვენ საკონსტიტუციო პროცესი ფარსად აქციეთ. ამიტომ, როცა გვეუბნებით, რომ ეს კონსტიტუცია ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, მინდა შეგახსენოთ - კონსტიტუცია არც ერთ ჩვენგანს არ ეკუთვნის, ის ქართველ ხალხს ეკუთვნის, რომლის წინაამღდეგაც მიდიხართ. ამიტომ ეს ძალიან მალე ცუდად დაგიბრუნდებათ.

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი რიგგარეშე სხდომაზე, სადაც უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით მიღებას აპირებს.

კომენტარები