ესტონეთის სამი წამყვანი უნივერსიტეტი - ტალინის უნივერსიტეტი, ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და ტარტუს უნივერსიტეტი ინფორმაციულ შეხვედრას გამართავს, მათთვის ვისაც სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს.
შეხვედრაზე საუბარი ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამების შესახებ იქნება.
11:30-12:00 - გაიმართება რეგისტრაცია
12:00-13:00 - პრეზენტაცია და ინფორმაციის მიწოდება ტალინის უნივერსიტეტში, ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და ტარტუს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისა და სტიპენდიების შესახებ.
13:00-14:00 - კითხვების დასმის შესაძლებლობა
შეხვედრაზე დასწრების მსურველები 14 ოქტომბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ.
ინფორმაციული შეხვედრა 14 ოქტომბერს, ფაბრიკის საკონფერენციო ოთახში გაიმართება. ფაბრიკა ეგნატე ნინოშვილის 8 ნომერში მდებარეობს.