ნეფარიძის საქმე

ნეფარიძეს და მისი ბიუროს თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდათ

ნავთლუღის მაჟორიტარ დეპუტატს თბილისის საკრებულოდან, ზურაბ ნეფარიძეს და მისი ბიუროს თანამშრომელს, ანა მენთეშაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

საკრებულოს წევრს ბრალად ქრთამის აღება ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კერძოდ საუბარია ბიუროს თანამშრომლებისთვის ხელფასიდან ფულის გამოძალვაზე, რაშიც, ბრალდების ვერსიით, ანა მენთეშაშვილიც მონაწილეობდა.

პროკურატურის მტკიცებით, საქმეში ნეფარიძის შვილის ჩვენებაც დევს, რომელიც მამის ბრალზე მიუთითებს.

ნეფარიძე ბრალს უარყოფს. წინასასამართლო სხდომა ოქტომბერშია ჩანიშნული. 

კომენტარები