ტერორიზმი

ავღანეთში პოლიციის შენობაზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

დღეს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარ თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 42 ადამიანი.

თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ბომბი მანქანაში პოლიციის შენობასთან ააფეთქა. მსხვერპლთა შორის ორი სამხედრო და ერთი ბავშვია.

სამიზნეს შენობასთან ხელფასის ასაღებად შეგროვებული ხალხი წარმოადგენდა. მსგავსი თავდასხმა ადრეც განხორციელდა ბანკში ხელფასის ასაღებად მისულ უსაფრთხოების ძალებზე, რის შემდეგაც მეტი უსაფრთხოებისთვის პუნქტი პოლიციის შენობაში გადაიტანეს.

კომენტარები