GOT

Game of Thrones-ის მე-7 სეზონის ბოლო სერია "დრაკონი და მგელი" 80-წუთიანი იქნება

გაფრთხილება: მასალა შეიცავს მე-7 სეზონის სპოილერებს

HBO-ს ყველაზე რეიტინგული შოუს "სატახტოთა თამაშების" მე-7 სეზონის ბოლო სერიის სახელი უკვე ცნობილია. "დრაკონი და მგელი" შოუს ისტორიაში ყველაზე გრძელი, 80-წუთიანი სერია იქნება, რომელშიც შოუს არსებობის მანძილზე პირველად თითქმის ყველა პერსონაჟი სატახტო ქალაქში იქნება.

სათაური, შესაძლოა, იყოს დეინერის ტარგარიენის, დრაკონების დედოფლისა და ჯონ სნოუს, თეთრი მგლის რომანის რეფერენსი. თუმცა, ამასთან ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ საბოლოოდ გახდება ცნობილი რეიგან ტარგარიენისა და ლიანა სტარკის ურთიერთობის დეტალები, რომლებიც ჯონის მშობლები არიან.

"დრაკონი და მგელი" 27 აგვისტოს, აშშ-ის დროით საღამოს 9 საათზე გამოვა დღის შუქზე. 

კომენტარები