სამეფო კარის თამაშების მსახიობმა, ჰანა ვედინგჰემმა რეკვიზიტიდან "სირცხვილის ზარი" სამახსოვროდ დაიტოვა.
"იმ ცნობილი სცენის შემდეგ ზუსტად მივხვდი, რომ ჩემს პერსონაჟს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა, ამიტომ სახლში ზარი წამოვიღე, სამახსოვროდ. გამიმართლა, რომ ამ დიდებულ შოუში მცირე, მაგრამ დასამახსოვრებელი როლი შევასრულე". – ამბობს მსახიობი.
ვედინგჰემი ფენტეზი სერიალში სეპტა უნელას როლი შეასრულა. მისი გმირი GOT-ის ერთ-ერთ მთავარ გმირს, სერსი ლანისტერს ქინგს ლენდინგში ათასობით ადამიანის თანდასწრებით სრულიად შიშველს ჩამოატარებს. უნელა მსვლელობისას ზარს რეკავს და სიტყვა Shame-ს(სირცხვილი) ყვირის. მეხუთე სეზონისა და მთლიანად სერიალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა მალე გიფებისა და ვირუსული მიმების ინსპირაციის წყარო გახდა.
სერსი ლანისტერის როლის შემსრულებლის, ლენა ჰიდის თქმით სცენის გადაღება ურთულესი აღმოჩნდა:
"წარმოიდგინეთ ორი დღის განმავლობაში 6000 ადამიანის თანდასწრებით ნახევრად შიშველს მიწევდა თამაში". – ამბობს ჰიდი.
ჰანა ვედინგჰემი ინგლისელი მსახიობი და მომღერალია. ნათამაშები აქვს ფილმებსა და სერიალებში Game of Thrones, Sex Education, Les Miserables, Winter Ridge. 2021 წელს სიტკომ Ted Lasso-ში შესრულებულმა როლმა ემის ჯილდო მოუტანა.