GOT

რამდენს იღებენ Game of Thrones-ის წამყვანი მსახიობები თითო სერიაში

HBO-ის სერიალი "სატახტოთა თამაშები" ყველა დროის ყველაზე რეიტინგული და ყურებადი სერიალია, რომელიც ოდესმე გადაუღიათ. ამიტომაც, საინტერესო იქნება ვნახოთ, რამდენს გამოიმუშავებენ ყველაზე საყვარელი სატელევიზიო შოუს ვარსკვლავები. 

Variety-ის ცნობით, ემილია კლარკი (დეინერის ტარგარიენი), ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ (ჯეიმი ლანისტერი), პიტერ დინკლეიჯი (ტირიონ ლანისტერი), კიტ ჰარინგტონი (ჯონ სნოუ) და ლინა ჰიდი (სერსეი ლანისტერი) თითო სერიაში $500 000 აშშ დოლარს გამოიმუშავებენ. 

რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო სეზონში, რომელშიც სულ 7 სერიაა, თითოეული სახლში $3,5 მილიონი აშშ დოლარით დაბრუნდება.

რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ჟესტია, რომ ქალი და მამაკაცი მსახიობები ზუსტად ერთნაირ ანაზღაურებას იღებენ იმის ფონზე, რომ თანასწორი სახელფასო პოლიტიკა ჰოლივუდში კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს. 

კომენტარები