ტერორიზმი

ბურკინა ფასოში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადაგუში მომხდარ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორმა შეირაღებულმა პირმა ერთ-ერთი რესტორნის გარეთ მჯდომ სტუმრებს ცეცხლი გაუხსნა. მათივე ცნობით, პოლიციამ ორივე თავდამსხმელი მოკვლა მოახერხა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ბურკინა-ფასოს მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტს უწოდებს.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა რეგიონში მომხდარი ტერაქტების უკან ხშირად ალ ქაიდას მოკავშირე დაჯგუფებები დგანან.

კომენტარები