ნარკოპოლიტიკა

The Guardian: ნარკოტიკების ტესტირება ფესტივალებს უფრო უსაფრთხოს გახდის?

Alicia Canter/Alicia Canter

როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი აღნიშნავს, ბრიტანულ კლუბებში და ფესტივალებზე ნარკოტიკების ტესტირება გახშირდა.

წელს, ნარკოტიკების ტესტირება ბრიტანეთში ერთ-ერთი უდიდესი ფესტივალის BoomTown-ის სტუმრებსაც შეეძლებათ. ტესტირებას არა-სამთავრობო ორგანიზაცია The Loop-ი ჩაატარებს. The Loop-მა მსგავსი ტესტები გასულ წელს Secret Garden Party-ზე და ფესტივალ Kendal Calling-ზეც ჩაატარა. ამ ფესტივალებზე წარმატების მიღწევის შემდეგ ორგანიზაცია არაერთმა ფესტივალმა მიიწვია. წელს კი BoomTown-ის სტუმრებიც შეძლებენ გაიგონ რას შეიცავს და რამდენად უსაფრთხოა თავიანთი ნარკოტიკი.

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ფესტივალების რაოდენობის ზრდასთან ერთად იცვლება ნარკოტიკებისადმი მიდგომაც. ნარკოტიკებისგან ზიანის შესამცირებლად - კრიმინალურ სამართალწარმოებას მასზე ინფორმაციის გავრცელება ანაცვლებს.

გამოცემის ცნობით, ევროპულ ნარკობაზარზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ექსტაზის ტაბლეტების სიძლიერე უპრეცენდენტოდ არის გაზრდილი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპაში გაზრდილია ექსტაზითა და MDMA-ით ინტოქსიკაციის შემთხვევები, რომელთაგან ნაწილიც ფატალურად დასრულდა. თუკი 2010 წელს ბრიტანეთში ექსტაზის მიღების შემდეგ მხოლოდ 8 ადამიანი დაიღუპა, 2016 წელს დაღუპულთა რაოდენობა 63-ია.

ბრიტანული ტაბლოიდი ხაზს უსვამს, რომ ნარკოტიკების ტესტირების გარეშე მომხმარებლისთვის რთულია გაიგოს რას იღებს, რა ნივთიერებებს შეიცავს მისი ნარკოტიკი, ან რამდენად სუფთაა. The Loop-ის მსგავსი სერვისები მათ სთავაზობს ტესტირებას, მომხმარებლებს არ ექნებათ დაკავების ან ჯარიმის შიში და ამავდროულად, შეძლებენ იყვნენ უფრო უსაფრთხოდ.

ორგანიზაციის მნიშვნელობა ნათლად გამოჩდა 2016 წელს ბრიტანეთში ჩატარებულ Kendal Calling ფესტივალზე, სადაც ტესტირების შემდეგ დადგინდა, რომ ფესტივალზე გაყიდულ MDMA-ს დიდ ნაწილს პენტილონის ტიპის ეთილის სტიმულანტი ჰქონდა შერეული, რაც მძიმე ინტოქსიკაციას იწვევდა.

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ The Loop-ის მსგავსი ორგანიზაციები წარმატებით მუშაობენ ჰოლანდიასა და აშშ-იც. აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით კი მოხმარებელთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ თუ მათ MDMA-ში უცხო შენარევი აღმოაჩინეს, ისინი ტაბლეტის მიღებისგან აუცილებლად თავს შეიკავებენ.

კომენტარები