Game of thrones

HBO Game of Thrones-ის მეშვიდე სეზონის მეხუთე სერიის ფოტოებს ავრცელებს

HBO

ამერიკულმა საკაბელო მაუწყებელმა HBO-მ Game of Thrones-ის მომდევნო სერიის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. 

მასალა შეიცავს სპოილერებს

Game of Thrones-ის მეშვიდე სეზონის მეოთხე სერია "Spoils of War" მაყურებლებმა სერიალის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სერიად შეაფასეს.

მომდევნო სერია - "Eastwatch" ასახავს ლანისტერების ჯართან ბრძოლის მეორე დღეს.


ფოტო: HBO

ტირიონი და დეანერისი კუნძულზე ბრუნდებიან


ფოტო: HBO

ტირიონი და ლორდი ვარისი სავარაუდოდ, ბრძოლის შემდეგ მათ სტრატეგიას განიხილავენ 


ფოტო: HBO

ჯონ სნოუსა და დენარესს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება


ფოტო: HBO


ფოტო: HBO

სერსეი მისი არმიისა და ოქროს განადგურების შესახებ იგებს. მისი ძმის ჯეიმის ბედი უცნობია.


ფოტო: HBO

ამავდროულად, ჰაკერები HBO-ს შანტაჟს განაგრძობენ და ტელეკომპანიისგან $7 მილიონის გამოსასყიდს მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო სერიას, წინა სერიის მსგავსად ინტერნეტში ატვირთავენ.

Game of Thrones პირატული გზით ნახვადი ყველაზე პოპულარული შოუა. მეშვიდე სეზონის პრემიერა არალეგალური გზით მისი გამოსვლიდან რამდენიმე საათში 93-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

კომენტარები