Game of thrones

GOT-ის მსახიობის თქმით, სერიალის დასასრულის ალტერნატიული ვერსია არსებობს

HBO

Game of Thrones-ის მსახიობმა, კრისტოფერ ჰივიუმ, რომელიც ტორმუნდის როლს ასრულებს, თქვა რომ არსებობს სერიალის დასასრულის ალტერნატიული ვერსია და მას მაყურებელი ვერასდროს ნახავს.

მან ამის შესახებ Metro-სთან ისაუბრა.

"ჩვენ სერიალის დასასრულის ალტერნატიული ვერსიაც გადავიღეთ. უმეტესად ეს გართობისთვის გავაკეთეთ, არ ვიცი მაქვს თუ არ ამის თქმის უფლება", - თქვა მსახიობმა.

სერიალის მერვე სეზონით და დასასრულით მაყურებლების ნაწილი უკმაყოფილო იყო. ფანებმა ფინალური სეზონის ახლიდან გადაღების მოთხოვნით პეტიციაც კი შეადგინეს, რომელსაც ხელი 2 მილიონამდე ადამიანმა მოაწერა.

"სასაცილო ის არის, რომ მეშვიდე სეზონის შემდეგ მე ჩემი თეორიები მქონდა, ფანებს თავისი, მსახიობებს თავისი, ათასობით თეორია არსებობდა. [ფინალურ სეზონში] ბევრი რამ მოხდა, რასაც არ ველოდი. ბევრი სიურპრიზი იყო, რომლებიც მომეწონა", - თქვა მსახიობმა.

CNN დაუკავშირდა HBO-ს, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ შესაძლებელია კრისტოფერ ჰივიუ ხუმრობდა.

კომენტარები