Game of thrones

კიტ ჰარინგტონი: GAME OF THRONES-ის ფინალური სეზონი არ მინახავს

GQ.com

გუშინ, Emmy Awards 2019-ზე Game of Thrones-მა საუკეთესო დრამატული სერიის ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა.

მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ბოლო სეზონი საკმაოდ კონტრავერსიული გამოდგა - ფანების ნაწილს ის არ მოეწონათ და პეტიციაც კი შეადგინეს ფინალური სეზონის თავიდან გადაღების მოთხოვნით, ნაწილი კი კმაყოფილი დარჩა.

დაჯილდოებისას ფინალურ სეზონთან დაკავშირებით, ჯონ სნოუს როლის შემსრულებელს კიტ ჰარინგტონს კითხვები დაუსვეს.

"მე კვლავ არ მინახავს სეზონი. ასე ვუმკვლავდები მის კონტრავერსიულობას, არ მინახავს ფინალური სეზონი", - თქვა კიტ ჰარინგტონმა.

გარდა ამისა, მსახიობმა ფინალური სეზონის გადაღებებზეც ისაუბრა.

"მე ვიცი რა დაგვიჯდა ამის გადაღება, ეს იყო რთული და ამაში ყველამ თავისი სიყვარული და ძალისხმევა ჩადო. რაც შეეხება უკმაყოფილებას - ჩვენ ვიცოდით, რომ რასაც ვაკეთებდით სწორი იყო და ეს იყო სწორი პერსონაჟებისთვისაც, ჩვენ მათთან ერთად 10 წელი ვიცხოვრეთ. ამიტომ, კონტრავერსიულობა დიდად არ შეგვხებია", - თქვა კიტ ჰარინგტონმა.

კომენტარები