Game of thrones

GOT-ის ვარსკვლავები კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორედ გახდნენ მშობლები

სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავები კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორედ გახდნენ მშობლები. 

"ისინი ბედნიერები არიან, რომ მათ ოჯახს ქალიშვილი შეემატა". – ამბობს გამოცემა Page Six-თან მსახიობების წარმომადგენელი.

წყვილს უფროსი შვილი, 2021 წელს შეეძინათ. მსახიობები არც უფროსი ვაჟის და არც ახალშობილი ქალიშვილის სახელებს ამ ეტაპზე არ ამხელენ.

კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი 2018 წელს დაქორწინდნენ. მანამდე, 6 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ.

მსახიობებმა ერთმანეთი 2012 წელს, Game of Thrones-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და მალე ერთად ყოფნა გადაწყვიტეს.

კომენტარები