ტერორიზმი

ავღანეთში შიიტურ მეჩეთთან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

Getty Images

ავღანეთის ქალაქ ჰერატში მდებარე შიიტურ მეჩეთთან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, ათეულობით ადამიანი კი დაშავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, მეჩეთთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, შემდეგ კი მეორე თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა და მლოცველებს ხელყუმბარა ესროლა.

დაჯგუფება თალიბანმა, რომელიც ავღანეთში შიიტურ მეჩეთებზე მომხდარი თავდასხმების უკან არაერთხელ იდგა, საკუთარ განცხადებაში მომხდარი დაგმო.

კომენტარები