ტერორიზმი

ავღანეთში შიიტურ მეჩეთთან მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

ავღანეთის ქალაქ ჰერატში მდებარე შიიტურ მეჩეთთან მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა, 64 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეჩეთთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, შემდეგ კი მეორე თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა და მლოცველებს ხელყუმბარა ესროლა.

პოლიციის ცნობით, ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. დაჯგუფება თალიბანმა, რომელიც ავღანეთში შიიტურ მეჩეთებზე მომხდარი თავდასხმების უკან არაერთხელ იდგა, საკუთარ განცხადებაში მომხდარი დაგმო.

კომენტარები