ამერიკულ საკაბელო მაუწყებელ HBO-ს ჰაკერები თავს დაესხნენ.
CNN-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა არხის ყველაზე პოპულარული შოუს - Game of Thrones-ის მომდევნო სერიის სცენარი მოიპარეს. ამასთანავე მათ შოუების - Ballers და Room 104-ის სერიები მოიპარეს.
HBO-ს მფლობელი კომპანია Time Warner ჯერ-ჯერობით მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
HBO ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი 2015 წელსაც გახდა, როდესაც Game of Thrones-ის მეხუთე სეზონის პირველი 4 სერია ინტერნეტში მოხვდა.
Game of Thrones პირატული გზით ნახვადი ყველაზე პოპულარული შოუა. მეშვიდე სეზონის პრემიერა არალეგალური გზით მისი გამოსვლიდან რამდენიმე საათში 93-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.





