შსს

შსს: ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოვიღეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 1987 წელს დაბადებული მ.მ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. 

შსს-ის ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 40 ნატეხი და ამავე ნარკოტიკული საშუალების ფხვიერი მასა ამოიღეს, საერთო წონით - 17,69 გრ.

უწყების განცხადებით, ნარკოლოგიური შემოწმებით მ.მ.-ს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ განმეორებით მოხმარების ფაქტზე დაუდგინდა. მათივე ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს. 

გამოძიება სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 273 მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა-შენახვის და პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოს მოხმარებას.

კომენტარები