საკონსტიტუციო ცვლილებები

პრემიერი: პრეზიდენტის მოწოდებები უმრავლესობისადმი არაობიექტურია

parliament.ge

პრემიერმინისტრის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არაობიექტური და უსამართლო იყო:

"პრეზიდენტის შეფასება თუ მოწოდება უმრავლესობისადმი, არის არაობიექტური და უსამართლო. 
მიუხედავად ამ პროცესში საზოგადოების უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობისა, და იმისა, რომ პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო ცვლილებები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით, გამოთქვამს სრულ მზაობას დიალოგის გასაგრძელებლად.
",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"მინდა მოუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტკურ პროცესზე დააქტიურად დიალოგი აწარმოოს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ასეთი აქტიური დიალოგით ჩვენ ვიქნებით ერთგული იმ ღირებულებების, რომელიცარსებობს ქართულ კულტურაში, იმ ღირებულებების, რომელთაც დღეს აღვნიშნავთ", - აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე თქვა გიორგი მარგველაშვილმა. 

კომენტარები