წყალდიდობა

მდინარე ხობისწყალი ადიდდა - მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს

რუსთავი 2

ძლიერი წვიმის გამო ჩხოროწუში მდინარე ხობისწყალი ადიდდა. მდინარის მოულოდნელად ადიდების დროს, ორი ადამიანი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ სამაშველო ოპერაციაში ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს სამაშველო სამსახურები იყვნენ ჩართულები, თუმცა რთული რელიეფური პირობებისა და მდინარის ადიდების გამო, მათი გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. მათივე ცნობით, ადამიანები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გამოიყვანეს.

კომენტარები