წყალდიდობა

ევროკავშირი წყალდიდობით დაზარალებული წევრი ქვეყნებისთვის €10 მილიარდს გამოყოფს

წყალდიდობა ბრატისლავაში
AFP

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით ევროკავშირი ქარიშხალ ბორისით და წყალდიდობით დაზარალებული წევრი ქვეყნების დასახმარებლად 10 მილიარდ ევროს გამოყოფს

"პირველ რიგში, შესაძლებელია გაერთიანებული ფონდებიდან დაზარალებული ქვეყნებისთვის 10 მილიარდი ევროს მობილიზება. ამჟამად, ეს არის სასწრაფო ზომები". - თქვა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ვიზიტისას.

"სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობებით დაზარალებულ ადამიანებს. ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით, ევროკავშირი საჭირო აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე მუშაობს. მოგვიანებით, ჩვენ აღდგენით სამუშაოებსაც დავეხმარებით". - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი თავის X-ზე

უახლესი ინფორმაციით, დამანგრეველი წყალდიდობების შედეგად ცენტრალური ევროპის მასშტაბით სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 5 ჩეხეთში, 7 პოლონეთში, 7 რუმინეთში და 5 ავსტრიაში.

კომენტარები