წყალდიდობა

მალაიზიაში წყალდიდობას მინიმუმ 14 ადამიანი ემსხვერპლა

მალაიზიაში წყალდიდობას მინიმუმ 14 ადამიანი ემსხვერპლა, 51 000-ზე მეტი კი ევაკუირებულია. 3-დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დატბორილია ქვეყნის 8 რეგიონი, რამდენიმე ქალაქსა და სოფელში კი ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია.

როგორც BBC წერს, ადგილობრივ ხელისუფლებას დაგვიანებული რეაქციისა და უმოქმედობის გამო აკრიტიკებენ. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრიდან მარტამდე მალაიზიაში მუსონები და მის შედეგად გამოწვეული წყალდიდობები ხშირია, თუმცა ქვეყანაში ასეთი მასშტაბური სტიქია 1971 წლის შემდეგ არ მომხდარა.

კომენტარები