ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

IPN: ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

netgazeti.ge

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს - ამის შესახებ ინფორმაცია მან ინტერპრესნიუსს დაუდასტურა.

ელისაშვილი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ამ კვირაში გააკეთებს. მისივე თქმით, ის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

სააგენტოს ცნობით, ელისაშვილი ფიქრობს, რომ მისი ყველაზე სერიოზული კონკურენტი კახა კალაძე იქნება.

კომენტარები