ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

გოგი წულაია პოლიტიკიდან აღარ მიდის

ტაბულა

ქუთაისის მერობის კანდიდატი ბლოკ „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოდან“ გოგი წულაია პოლიტიკიდან აღარ მიდის. განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, წულაიამ თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხების შემდეგ გააკეთა. დღეს კი ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღო.

"იმ ადამიანებს რას ვერჩი, ვინც მენდო, 4000 ადამიანი ცოტა არ არის და რომ წავიდე, იმათ რას ვეუბნები? თან ვთვლი, რომ დამარცხებასთან შეგუება იქნებოდა ჩემი წასვლა."--აღნიშნა წულაიამ.

ერთდღიანი ტაიმაუტის შემდეგ,გოგი წულაია ბრძოლას ისევ ბლოკ "დემოკრატიულ მოძრაობა-თავისუფალ საქართველოსთან" ერთად აგრძელებს. 

“წინა არჩევნების დროსაც, არ შემიშვეს საკრებულოში,მაშინაც ბლომად გააყალბეს, მაშინ დავპირდი მურღულიას, ქუჩიდანაც დედას გიტირებთ-მეთქი. იგივე დაპირება შემიძლია გავცე ახლა ჭიღვარიასთან დაკავშირებით და საერთოდ, ხელისუფლებასთან დაკავშირებით.“-განაცხადა პოლიტიკოსმა.

გოგი წულაიას ქუთაისში ხმა ამომრჩეველთა 7,6% მისცა. ხმების ყველაზე დიდი წილი ქართული ოცნების კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ მიიღო - 48,66%, მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდა 27,03%-ით. მესამე ადგილი კი "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა დავით გოგისვანიძემ დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა, ამიტომ ამ თვითმმართველ ქალაქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები