აფგან მუხთარლის საქმე

მუხთარლის საქმეზე ევროპული საქართველო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით დღეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

"ევროპული საქართველო დააყენებს პარლამენტში სესიაზე, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრასპარანტულობა იყოს უზრუნველყოფილი სწორედ ისე, როგორც ამას მოუწოდებს ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი იყოს განხილული საკმაოდ მწვავედ. იმედია, რომ საღი აზრი ეყოფა უმრავლესობის ნაწილს მაინც, რომ მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას. მიგვაჩნია, რომ ეს გამოძიება უნდა იყოს კომპლექსური და ბოლომდე მიყვანილი. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის ზედამხედველობა არსებობდეს", - თქვა კაპანაძემ.

აფგან მუხთარლი საქართველოდან 29 მაისს გაიტაცეს. ის ამჟამად აზერბაიჯანში პატიმრობაში იმყოფება. მუხთარლი და მისი ოჯახი ამბობენ, რომ გატაცებაში ქართული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, რასაც ქართული მხარე უარყოფს.

კომენტარები