საკონსტიტუციო ცვლილებები

პატრიოტთა ალიანსი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ბოიკოტს უცხადებს

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ბოიკოტს უცხადებს. პარტიის წევრები პროტესტის ნიშნად რიგგარეშე სხდომას არ ესწრებიან.

"ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ამ საპარლამენტო განხილვებს და ვიწყებთ აქტიურ მუშაობას ორი მიმართულებით. ვმუშაობთ ჩვენ ევროსტრუქტურებთან და ვიწყებთ მზადებას საპროტესტო აქციებისთვის", - თქვა ინაშვილმა ბრიფინგზე.

ირმა ინაშვილმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდა.

"კვირიკაშვილი და მისი თანამოაზრეები დღეს ახორციელებენ ხელისუფლების უზურპაციას. მე კვლავ მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს - როგორც ქართული ოცნების ყველაზე გავლენიან წევრს და როგორც საქართველოს ყველაზე გავლენიან მოქალაქეს, სწორედ დღეს უნდა შეასრულოს ბიძინა ივანიშვილმა მისი დანაპირები. დღეს საქმე სწორედ დემოკრატიის რღვევასთან გვაქვს. ამიტომ ივანიშვილი უნდა ჩაერიოს, ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში. რაც შეეხება ბატონ კვირიკაშვილს, მე მას ვაძლევ პირდაპირ რჩევას, დატოვოს პრემიერის თანამდებობა", - თქვა ინაშვილმა ბრიფინგზე.

დღეს პლენარულ სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

კომენტარები