შესაძლოა, 2020 წლისთვის, საარჩევნო ბარიერმა ერთჯერადად, 3%-მდე დაიწიოს. ამის შესახებ პრემიერმინისტრის და მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, 2018-2020 წლისთვის შენარჩუნდება როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნების არსებული სისტემა იმ დამატებით, რომ პარტიებისთვის არსებული საარჩევნო ბარიერი 3%-ზე დაიწევს.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით კი, "ამის შემდეგ, უკვე გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბონუსის დანამატით. ეს არის ის კონსენსუსი, რომელიც შედგა. რაც შეეხება მომდევნო არჩევნებს, საუბარი გვქონდა, რომ, შესაძლებელია, ერთჯერადად დავწიოთ საარჩევნო ბარიერი მომდევნო არჩევნებში შერეული სისტემის პირობებში".
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია უახლოეს დღეებში დაზუსტდება.





