საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტისა და საკონსტუტიციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, შემდეგ კი პროპორციული საარჩევნო სისტემაზე ბონუსის დანამატით.

"საპარლამენტო უმრავლესობასთან სხვადასხვა საკითხი გვქონდა განსახილველი. მათ შორის ვისაუბრეთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. შედგა კონსენსუსი კონსტიტუციის თაობაზე იმ გუნდში, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში. კერძოდ, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, თუ რა სახით ჩამოყალიბდება საარჩევნო სისტემა. როგორც ვვარაუდობდით, ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ხოლო ამის შემდეგ უკვე გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბონუსის დანამატით. ეს არის ის კონსენსუსი, რომელიც შედგა. რაც შეეხება მომდევნო არჩევნებს, საუბარი გვქონდა, რომ შესაძლებელია ერთჯერადად დავწიოთ საარჩევნო ბარიერი მომდევნო არჩევნებში შერეული სისტემის პირობებში. საბოლოო პოზიცია ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში დაზუსტდება" - თქვა კობახიძემ.

კომენტარები