ტერორიზმი

რუსეთი: შესაძლოა, ჩვენს ავიაიერიშებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი ემსხვერპლა

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი
Reuters

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცნობით, უწყება იძიებს ემსხვერპლა თუ არა 28 მაისს რუსეთის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი იბრაჰიმ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი.

რუსული მედიის ცნობით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, სავარაუდოდ, იმ 330 მებრძოლს შორის იყო, ზემოთხსენებულ ავიაიერიშს შეეწირა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ალ-ბაღდადის გარდა ავიაიერიშებს სხვა მაღალი რანგის ტერორისტებიც ემსხვერპლნენ. მათ შორის, აბუ ალ-ხაჯი ალ-მისრი, იბრაჰიმ ან-ნაეფ ალ-ხაჯი და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სულეიმან ალ-შაუახი.

აღსანიშნავია, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა არ დადასტურებულა.

კომენტარები