ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ინიციატივით, 200 000-მდე ეკონომიკური დანაშაული დეკრიმინალიზდება

ტაბულა

პარლამენტი განიხილავს ევროპული საქართველოს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიღების შემთხვევაში ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაულის მიმართ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია მოხდება. ინიციატივის მიხედვით, დღეს მოქმედი 50 ათასი ლარიდან, 200 ათას ლარამდე გაიზრდება ეკონომიკური დანაშაულის მოცულობა, რომელიც სისხლის სამართლის წესით დაისჯება. ამავდროულად შემცირდება ის სანქციებიც, რაც ამ დანაშაულისთვისაა კანონით გათვალისწინებული.

ევროპული საქართველოს მიერ პარლამენტში ამ ინიციატივის შეტანიდან მალევე მსგავსი პროექტი მთავრობამაც წარადგინა. მთავრობის პროექტი ევროპული საქართველოს ინიციატივასთან შედარებით ბევრად ნაკლები მიმართულებით მოიცავს ლიბერალიზაციას და ამავდროულად მისი მიხედვით, დანაშაულის ლიმიტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დაისჯება გახდება 100 ათასი, რაც ევროპული საქართველოს პროექტზე ორჯერ ნაკლებია.

კანონპროექტის მიხედვით, ეკონომიკურ დანაშაულთა მნიშვნელოვან ნაწილზე უქმდება წინასწარი პატიმრობა, ასევე სასჯელის ზომად არ იქნება გამოყენებული პატიმრობა, თუ ეკონომიკური დანაშაული პირის მიერ პირველადაა ჩადენილი; პირველად ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულზე სასჯელი იქნება ჯარიმა ან/და გამასწორებელი სამუშაო; ასევე, პატიმრობის ვადები მცირდება განმეორებით ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულთა მნიშვნელოვან ნაწილზე და ეკონომიკური დანაშაულის კატეგორებში იზრდება ზღვრები, რომლის ზემოთაც იწყენა ბიზნესის სიხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

პარლამენტმა აღნიშნულ კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭი დღეს საღამოს უნდა უყაროს. 

კომენტარები